ბულბული
1. აგებულება, ზნე, საჭმელი და ბარტყების დაზრდა
ბულბული არის პატარა, მშვიდი, ფრთხილი და გულკეთილი ფრინველი: ჩიტსა (ბეღურას) ჰგავს, ცოტათი კი უფრო წვრილისა და ლამაზი ტანისაა. გუგულსავით მიუკარებელი არ არის და კაცს ადვილად ენდობა თავის საუბედუროდ. ამის გამო ბულბულის გასინჯვა ადვილია. ხეზე ჯდომა მაღლა არ იცის; კაცის სიმაღლეზე ზის და დაუდევნელად ჩამოუშვია ფრთები, ბოლო კი აშვერილი აქვს. მიწაზე სწორე ჯდომა ეხერხება და მარდადაც დახტის.
ბულბული...
