მარო და მერცხალი
პატარა მაროს მისმა ძმამ მერცხლის ბარტყი მიუყვანა. მაროს ძლიერ უყვარდა პატარა ფრინველები და ამიტომ სათუთად გაზარდა მერცხალი და გააშინაურა. სრულიად გაჩვეული მერცხალი არხეინად დაფრინავდა ოთახში და თავისი ჭიკჭიკით ამხიარულებდა მთელს სახლსა. მარო ანებივრებდა მერცხალსა, ეალერსებოდა და საუკეთესო საჭმელს არ აკლებდა. მერცხალმაც ძლიერ შეიყვარა პატარა კეთილი გოგონა და სულ მის გარშემო ტრიალებდა; ხან თავზე აჯდებოდა, ხან მხარზე, ხან ხელზე, ხან წინ მიუფრინავდა, ხან უკან...
