მერცხალი
1. რად გვიყვარს ყველას მერცხალი?
მერცხალი შინაური ფრინველია. მუდამ ჩვენს გარშემო ტრიალებს, ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ჩვენს სახლებში აკეთებს ბუდესა და ჩვენს თვალწინა ზრდის შვილებსა. რატომ გვეტანება? იმიტომ, რომ იცის, ადამიანს მოვწონვარ, ვუყვარვარ, შემხარის და ჩემთვის ცუდს არასდროს მოინდომებსო. პირიქით, თუ გარეულმა ფრინველმა ჩემი ბარტყების დატაცება მოინდომა, ადამიანი ნებას არ მისცემს და კუდით ქვას ასროლინებსო. სწორედ ასეც არის. მერცხალი სტუმარია ჩვენი,...
