საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

შოშია

1. რად უყვარს ადამიანს შოშია მერცხალსავით? რა სიკეთეს გვძღვნის?

შოშია ადამიანს თითქმის იმდენადვე უყვარს, რამდენადაც მერცხალი. და საბუთიც აქვს. შოშია ლამაზი ფრინველია, მბზინავი ბუმბულის პატრონი, ოქროსფერი ნისკარტი აბია, მეტად ცქვიტია და მხიარული ხასიათისა. მისი პირი დილიდან საღამომდე არ დადგება, სულ ყბედობს, გალობს, უსტვენს, ტრიალებს, ცელქობს. რაც უნდა ცუდს გუნებაზე უნდა იყოს კაცი, შოშია დარდს უქარვებს; თავისი მხიარულებითა და სიცოცხლით სავსე...