კრუხების ბრძოლა ქორთან
ორი კრუხი გამოვიდა საქათმიდან და თან გამოიყოლა ოციოდე მოჩიტული წიწილა. გადაიარეს კალო და შეესივნენ ნაფუზარსა, სადაც საკენკი ბლომად ეგულებოდათ. მშვენიერი მზიანი დღე იდგა და კრუხ-წიწილები მხიარული კრიხინით და წივწივით ჰქექავდნენ მიწასა, პოულობდნენ მარცვლებსა და ჭია-ღუასა და სწრაფად გზავნიდნენ ჩინჩახვში.
უცებ ეს მყუდროება დაირღვა და ერთი ალიაქოთი ასტყდა. რა მოხდა? საიდანღაც გაჩნდა წყეული ქორი.
ამ ორ დედალს წინადაც არა ერთხელ დასცემია...
