საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ქათმის საიდუმლოებანი

I

მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა კი დიდი მქონდა.

ერთხელ დედაჩემი ჩვენს კარაპანში იჯდა, მარცხნივ კალათა ედგა, მარჯვნივ კვერცხები ეწყო და მზის სინათლეზე სინჯავდა თითოეულს კვერცხსა. აიღებდა ხელში, დაუპირისპირებდა მზესა, დაკვირვებით გაიხედავდა შიგა და ამის შემდეგ ზოგს კალათში სდებდა. ზოგს იქით მიწაზე აწყობდა. მე ვკითხე: „დედილო, რას აკეთებ?“ - „კარგს რამესა, ჩემო ბიჭუნია, - მიპასუხა: - ჩვენმა ქოჩორამ ეს ამოდენა...