საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ქათამი

საბუდარში ზის ქათამი, არ ინძრევა და თითქმის არაფერსა სჭამს. რას აკეთებს? სჩეკს კვერცხებსა, რომლებიც დასდო რამდენისამე კვირის განმავლობაში და მერე პატრონმა ჩაუწყო მას საბუდარში. აკრუხებული ქათამი დააჯდა ზევიდან ამ კვერცხებსა და სცდილობს, რომ სითბო მათ ერთს წამსაც არ მოაკლოს. სითბო ამ კვერცხებში ნასახებიდან წიწილებს გააჩენს და ზრდის. აბა ფრთხილად მივიდეთ სამი დღის კრუხთან, ამოვიღოთ საბუდრიდან ერთი კვერცხი და მზეზე შიგ გავხედოთ, - ჩვენ დავინახავთ, რომ კვერცხში უკვე...