მამალი თავისი ჯალაბობით
ინათლა თუ არა, მამალი მაშინვე ჩამოფრინდა ქანდარიდან და გარეთ მედიდურად გამობრძანდა. უკან გამოჰყვნენ მას ვარიები, ქათმები და კრუხები თავისი წიწილებით.
მიუძღვის წინ მამალი თავის ჯალაბობას ყელმოღერებული, თავმოწონებული და ოცნებობს: საკვირველი ფრინველი ვარ მე - ჩემოდენა ტანი, ახოვანება და სილამაზე აბა აქ ვისა აქვს? რომელი ქათმის ბიბილო შეედრება ჩემს მაღალს და ბროწეულივით წითელს ბიბილოსა? რომელ ქათამს აყრია თავზე და კისერზე იმისთანა აბრეშუმივით...
