ბატები და იხვები
სისხამ დილაზე საქათმიდან გამოიშალნენ ქათმები, ბატები და იხვები. ქათმები აქეთ-იქით მიწაზე გაიფანტნენ და ფაცაფუცით დაუწყეს ძებნა მარცვლებსა, მატლებსა, პურის ნამცეცებსა და სხვა თავის საკბილო საჭმელსა. ბატები და იხვები კი სხვანაირად მოიქცნენ. ისინი ბაჯბაჯით გაიქცნენ და სიხარულით გადაცვივდნენ ახლო მოჩანჩქარე რუში. რისთვის? იმისთვის, რომ ქათმებივით ამათაც უნდოდათ თავისი ჩიჩახვები ამოევსოთ მატლებითა, ხავსითა და წყლიანი ბალახითა, მდინარის პირად რომ იყო ამოსული....
