საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ხარი

უწინდელს დროში ხარი გარეული პირუტყვი იყო. იმაზე უფრო საშინელი ნადირი ძნელად მოიპოვებოდა. როცა გაბოროტებული იყო, არაფერს არ ერიდებოდა, ფეხებით სთხრიდა მიწასა, ბუღრაობდა, თავს ძირსა ღუნავდა, წინ რქებს გაიშვერდა და გაექანებოდა ხოლმე ადამიანისაკენ, ან სხვა რომელისამე თავისი მოწინააღმდეგისაკენ. ამ ხიფათის დროს ადამიანი სწრაფად უნდა გაჰქცეოდა გაბრაზებულს ხარსა და ხეზე აესწრო, თორემ ერთ წამს თავისი ღონიერი რქებით ჰაერში აისვრიდა და მერე მიწაზე მიაჭყლეტდა. მეტადრე...