ძროხა
ფერდელა ძროხა მინდორშია საძოვრად გასული. აუშვერია მაღლა თავისი გრძელი და გაწვეტიანებული ხერხემალი. გაუშვერია აქეთ-იქით ყურები, ჩაუყვია მაღალს ბალახში თავისი დიდი თავი განიერ შუბლამდე და მადიანად ჰგლეჯს ბალახსა. მაგრამ ცხენივით ძირში კი ვერ სძოვს. ეს რატომ? იმიტომ, რომ ზევითა ყბაში წინა კბილები არ ასხია; მათ მაგივრად ღრძილზე მაგარი წითელი კანი აქვს დაკრული. აი ძროხამ გაიტენა თავისი განიერი მუცელი ბალახითა და დაწვა მიწაზე. აქნევს განუწყვეტლად ყბებს და პირში თეთრი ქაფი...
