ღორი
დაბალი საღორიდან გამოძვრა ტალახიანი ღორი თავისი ჭყვირილა გოჭებით. ზანტად ეხახუნება კედელსა და მიეთრევა სანეხვისაკენ. წინ გაუშვერია თავისი ვიწრო და წვეტიანი დინგი, პაწაწა თვალებით გაფაციცებით ეძებს შესათქვლეფს რასმე, მოდიდო თავზე ამოსულს გრძელს ყურებს ფარატინებივით აქნევს, მოკლე და ღონიერი კისერი გაშეშებული უჭირავს: განიერს ზურგზე აუშვერია მაღლა ხერხემალი, რომელზედაც ყალყს უდგას ხშირი და მსხვილი ჯაგარი; თავის ვიწრო და ძირს დაშვებულს ტანს თითქმის დედამიწაზე...
