თხა
ბოსტნის გვერდით მიდის ბანჯგვლიანი თხა და ისე დინჯად მიაბიჯებს, თითქო დიდი ვინმე ბრძანდებოდეს. მიდის, გრძელს წვერს აცანცარებს, უკან გადაზნექილს რქებს იქნევს, თან ბოსტანში იხედება, თავის საყვარელს კომბოსტოზე თვალი რჩება და ნერწყვი მოსდის პირში. ცდილობს, როგორმე გადახტეს ბოსტანზე და ეწვიოს დასრულებულს კომბოსტოს თავებს, მაგრამ მარტო არ უნდა შეექცეს გემრიელს საჭმელსა, კამპანია უყვარს, ამიტომ ხმამაღლა კიკინებს და იწვევს თავისთან დედა თხებსა თიკნებითურთ.
მაგრამ დედა...
