საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ცხვარი

ცხვარი არის წყნარი, მშვიდი და უწყინარი საქონელი. თავისი თავის დაცვა სრულიად არ შეუძლია. ძაღლსავით კბილები მჭრელი არა აქვს, ხარსავით - მაგარი რქები და ცხენსავით - ღონიერი საწიხლე ქუსლი, კურდღელივით მარდი სირბილი არ იცის, ერთი სიტყვით, ყოველს დასაცავს იარაღს მოკლებულია. ამისათვის საბრალო ცხვარი ადვილი ლუკმაა ყველა თავისი მტრისა. სწორედ ამ მიზეზით ეძახიან ცხვარ-კაცს ყველას, ვინც კი მეტად სუსტი ხასიათისაა და ადვილად ებრიყვება მტერსაც და მოყვარესაც.

შეხედულებით...