ცხენი
აგერ სათიბეში ცხენი აბია საბელით და სიჩქარით სძოვს ბალახსა. მივიდეთ ახლო და გავსინჯოთ. გრძელი, ლამაზად მოყვანილი თავი ძირსა აქვს დაღუნული და გრძელს, ყარყარა კისერზე საამურად აყრია ხშირი ფაფარი. მისი ზემო ტუჩი სწრაფად მოძრაობს, მარჯვედ ევლება ბალახსა და სდებს პირში. თავის წინა კბილებით შიგ ძირში მარდად ჰგლეჯს ბალახსა და უკანა კბილებით ღონივრად ღეჭავს. წამდაუწუმ ფრთხება, აჩერებს პირსა, ცქვეტს წვეტიანს ყურებსა და შეკრთომით უგდებს ყურსა. ეტყობა, რომ მგლისა დიდი შიში აქვს...
