კატა
იმავე სახლში ცხოვრობდა დიდთავა კატა. სიფაქიზე ძალიან უყვარდა. ერთს წამსაც არ დაიყენებდა ნაზბეწვიანს ტანზე უწმინდურს რასმე, მაშინვე ფეხებით, ან ლიპი და ხორკლიანი ენით მოიშორებდა. სახლის პატრონი თავის მურტალს შვილებს მალ-მალ არცხვენდა: ჩვენი კატისაგან მაინც ისწავლეთ სიფაქიზის სიყვარულიო. ადამიანებს ლაქუცით ექცეოდა, ფეხაკრეფით მივიდოდა ახლო, საამურად კრუტუნებდა და თავისი მწვანე თვალებით ალერსიანად უცქეროდა. მაგრამ თუ წვეტიანს ყურებზე ან გრძელს ულვაშებზე ვინმე ხელს...
