ჭკვიანი ძაღლი
ერთს სახლში სცხოვრობდა ცუგა ძაღლი. მეტად გონიერი ოთხფეხი იყო. იცოდა, რომ ღამით სახლისათვის უნდა ეყარაულნა და ამიტომ დღისით ბლომად ეძინა. ღამით კი მეტად ფრთხილი და ფხიზელი იყო. ისიც შემჩნეული ჰქონდა, რომ რბილი საჭმელი კბილებს უსუსტებდა და უჩლუნგებდა და ამიტომ ძვლებს ხშირად ხრავდა და ამითი იმაგრებდა თავის კბილებსა. ავად რომ გახდებოდა, მოძოვილი ბალახით გულს ირევდა, არწყევდა და ამით თავს მოირჩენდა ხოლმე. თუ საღამოზე ძროხები თვითონ არ მოვიდოდნენ, წავიდოდა,...
