საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ძაღლი

ძაღლი შინაური ოთხფეხია. ჯიშით ბევრგვარია. ზოგი ძაღლი ისეთი პატარაა, რომ კაცის ჯიბეშიაც ჩაეტევა, ზოგი ისეთი დიდია, რომ ხბოს აჭარბებს. ზოგს ბალანი მოკლე ასხია, ზოგს - გრძელი, ზოგს - ხუჭუჭი, ზოგს - სწორე. ყველა ძაღლს თავი მოგრძო აქვს, კბილები დიდი და ბასრი ასხია, ენა განიერი და ადვილად გამოსაყოფი აბია, ცხვირი ყოველთვის სველი და ცივი აქვს. ტანი მისი გრძელია, წინ განიერი, უკან ვიწრო. ზოგს ძაღლს ყურები აცქვეტილი აქვს, როგორც ქოფაკს ძაღლებს, ზოგს კი ძირს...