მოუთმენლობის მსხვერპლი
მკათათვის საღამო იყო. სამი დაქანცული მომკალი, წელს უკან ნამგალგარჭობილი, სოფელში შემოვიდა მინდვრიდან და გაეშურა ცივი წყაროსაკენ, რომელიც დიდ ნაკადულად ამოჩუხჩუხებდა შიგ შუა სოფელში. პირველი მომკალი, განთქმული მკაში, მოუთმენლად გაექანა, მივარდა წყაროსთანა, დაემხო პირქვე, დაეწაფა და დიდხანს სვა ყინულივით ცივი წყაროს წყალი. მერე ადგა და იქვე წყაროს თავზე წამოწვა. მეორემაც სწორედ ამ სახითვე იჯერა გული წყაროს წყლითა, მაგრამ არ დაჯდა კი, წყაროს თავზე დაიწყო...
