მონადირე
ძველ დროს ერთ ყმაწვილ მებატონეს სული მისდიოდა მარჯვე მონადირის სახელისათვის. მაგრამ, მის საუბედუროდ, შვილდ-ისრის ხმარება და ნადირობა სრულიად არ ეხერხებოდა. რაც უნდა ახლო მანძილიდან ესროლა ისარი ნადირისათვის, უთუოდ ააცდენდა.
ამ ყმაწვილს ჰყავდა ერთი შინაყმა გიგუა, რომელიც ყოველთვის თან დაჰყავდა სანადიროდ. გიგუა საოცარს სიმარჯვეს იჩენდა ნადირობაში: რაც უნდა შორიდან ამოეღო ნიშანში ნადირი, ისარს არ ააცდენდა. მაგრამ ეს თავისი იშვიათი სიმარჯვე გიგუას სულ არაფრად...
