სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს
ერთს სკოლაში სწავლობდა სანდრო. ისეთი ზარმაცი იყო, რომ ყველასათვის თითით საჩვენებელი შეიქმნა. სკოლაში სწავლის დროს სულ ეშმაკობდა, მასწავლებელს ყურს არ უგდებდა, თავის ამხანაგებსაც ხელს უშლიდა. შინ ხომ წიგნი თვალის დასანახავად ეჯავრებოდა და სულ თამაშობასა და ეშმაკობაში იყო გართული. ბევრი ღონისძიება იხმარეს მასწავლებლებმა და მშობლებმა, მაგრამ ვერას გახდნენ, ჭკუაზე ვერ მოიყვანეს, სწავლა ვერ შეაყვარეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს თუ ხვალ სკოლიდან...
