საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

თავის განწირვა მტრისათვის

ორი ყმაწვილი გადამტერებული იყო ერთმანეთზე. სადაც კი შეხვდებოდნენ ერთმანეთს, უთუოდ ჩხუბი უნდა მოსვლოდათ. ერთხელ მდინარის პირს წაიკიდნენ და დაიტაკნენ; ბევრი იბრძოლეს, თავბრუ დაესხათ, ვეღარა გაიგეს რა და ერთი მათგანი მდინარეში გადავარდა. წყალმა ბავშვი წაიღო და იხრჩობოდა. დიდთაგანი ახლომახლო არავინ შეესწრო, ყმაწვილები კი იყვნენ იქა, ზოგმა ცურვაც იცოდა, მაგრამ წყალს ვერავინ შებედა, ყველას ეშინოდა. მდინარე ადიდებული მიქუხდა და მიშველება მეტად სახიფათო იყო....