სიკეთე ბოროტისათვის
ერთ სკოლაში ვარო სწავლობდა. ძლიერ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ გული კი ბოროტი ჰქონდა. მეტად თავი მოჰქონდა სილამაზითა, ნაკლებად ბეჯითობდა და წამდაუწუმ დასცინოდა თავის ამხანაგებს. მეტადრე ამოჩემებული ჰყავდა პატარა ელამი კატო; რამდენჯერ დაუცინია გულსაკლავად და უტირებია ცხარე ცრემლითა, ამხანაგებს ჭირივით ეჯავრებოდათ ბოროტი ვარო.
გაჩნდა ერთხელ ყვავილი. ვაროს აცრილი არა ჰქონდა ყვავილი დედ-მამის დაუდევრობით. შეხვდა ყვავილი და ისე დაუჯღანა პირი-სახე, რომ კაცი...
