საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ვანო და ფრინველები

ერთ პატარა ქალაქში სკოლა იყო გამართული. იმ სკოლაში სწავლობდა სოფლელი პატარა ვანო. ერთხელ ვანომ ღამის ძილში მეტად საამური სიზმარი ნახა: ვითომც დილით ადრე მიირბინა მდინარის ნაპირზე, რომელიც ქალაქს გვერდით ჩაუდიოდა, და პირის ბანა დაიწყო. უცებ დედა მოაგონდა და ძლიერ დაღონდა. თვალცრემლიანმა ყურება დაიწყო თავისი სოფლისაკენ. ერთიც ვნახოთ, დაინახა იქიდან მომფრინავი ჩიტები. ვანომ ჩიტებს შესძახა:

ჰე, ჩიტებო, ჩიორებო....