საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ჩიტის ბუდის ფასი

სოფლის სკოლის მასწავლებელი დასეირნობდა ერთხელ სადილის უკან და დაინახა, რომ ერთი მისი მოწაფე ბაღში ხის ძირში იჯდა, წინ დადებულს თავისს ქუდში იხედებოდა და რაღაცას ეალერსებოდა. მას თავს დასტრიალებდა ორი ჩიტი და საცოდავად ჭყიოდა. - უთუოდ ბუდე გამოუშლიაო, - იფიქრა მასწავლებელმა და გადაუხვია გზასა როცა ბავშვთან მივიდა, დაინახა, რომ მას ქუდში უჯდა ხუთი პატარა ბარტყი, რომლებიც ხის ფუღუროში გაკეთებული ბუდიდან ამოესხა. - რა გიქნია ეგ, კოტე? - ჰკითხა მასწავლებელმა ბავშვსა....