ვანო და ჩიტი
ვანოს ბეღურა ჩიტები ძლიერ მოსწონდა, მათი მარდი მოძრაობა, მხიარული ხტუნაობა სიცოცხლით სავსე ჟივჟივი, ხეირიანობა, საოცარი ჭკუა და უშიშრობა კიდეც აკვირვებდნენ ვანოსა და კიდეც ასიამოვნებდნენ. ფრთხილი ჩიტებიც მაგრე რიგად არ ერიდებოდნენ ვანოსა და სხვებზე მეტს ენდობოდნენ. რადა? იმიტომ, რომ უხვი ხელი ჰქონდა და ხშირად უყრიდა მათ საკენკსა.
უფრო მეტად შეიყვარა ვანომ ერთი ბეღურა ჩიტი, სხვებზე უფრო ცქვიტი, მარდი, ქოჩორა და ლამაზი. ყოველთვის სცდილობდა, რომ საკენკი ამ...
