საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

გულკეთილი ქვრივი

ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ღარიბი და ღვთისნიერი ქვრივი. შვილად ჰყავდა ერთი შვიდი წლის ვაჟი. ქვრივი ბოროტისათვის ბოროტს არას დროს არ უზამდა ადამიანს, პირიქით, ცდილობდა, სიკეთე ექმნა და ამ გზით მტერი მოყვარედ გადაქცეოდა.

ამ ქვრივს ერთხელ დათესილი ჰქონდა ნახევარ-დღის მიწა სიმინდით და წლის სარჩოს აქედან მოელოდა. მთელი სოფლის არემარეზე სდიოდა მხოლოდ ერთი პატარა რუ. ამით რწყავდნენ სოფლელები რიგრიგობით ბოსტნებსაც, ვენახებსაცა და სიმინდებსაცა. როცა ქვრივის ჯერი...