საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

თევზაობა

(ბავშვობის დროის მოგონება)

პატარაობისას თევზაობა ძლიერ მიყვარდა. ჩვენი სოფლის არემარეც ხელს მიწყობდა. თვითონ შუაგულ სოფელში რამდენიმე ვეებერთელა წყარო ამოჩუხჩუხებდა მიწიდან. სოფლის გარშემო ადგილები ხომ სულ სავსე იყო ცივ-ცივი წყაროებითა. წყაროების თავი დაჩრდილული იყო ირგვლივ ჩარგული ნერგებითა და ზაფხულში აქ საამური სიგრილე ტრიალებდა. ამ ჩრდილებში დასვენება, ყინულივით ცივი წყლით წყურვილის მოკვლა ზაფხულის...