საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ცოფიანი ძაღლი

შვიდი წლისა ვიქნებოდი; გაზაფხული იდგა. შემაღლებულს ჯეჯილებს მწვანედ გაჰქონდათ ღაღანი და თავისკენ იზიდავდნენ ადამიანსა. ამ ჯეჯილებში იცოდა ფამფარა, ერთნაირი რძიანი ბალახი, რომელიც გემრიელი საჭმელი იყო ადამიანისათვის. ჩვენი სოფლელნი, ქალები და ვაჟები, ხშირად დაიარებოდნენ მინდვრად ფამფარას მოსატანად. ერთს კაშკაშა დღეს ჩემი უმცროსი და და ძმა ამიტყდნენ: წაგვიყვანე ფამფარაზედაო. მეც მინდოდა ფამფარა, კარგა ხანი არ მეჭამა და ამიტომ სიამოვნებით ავუსრულე პატარებს სურვილი,...