ჩვენი სოფელი
ჩვენს სოფელს ვარიანი[1] ჰქვიან. მცხოვრებნი სულ გლეხები არიან. ას კომლამდე იქნებიან. ახლო-მახლო ცხოვრობენ. ქვითკირის შენობა მხოლოდ ზოგიერთს უდგია. სხვები სცხოვრობენ ან მიწურში ან ქვა-ტალახა სახლებში. სახლებისვე გვერდით გაკეთებული აქვთ ბოსლები და ბაკები. ამის გამო სოფელს სისუფთავე აკლია. რადგანაც სოფელი მჭიდროდ არის დასახლებული, ამის გამო პატარა ადგილი უჭირავს.
შიგ შუა სოფელში აშენებულია ქვითკირის საყდარი ღვთისმშობლის სახელობაზე. საყდარს ზევით და...
