საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

მოთხრობები პატარებისათვის

ვანო და ჩიტი

ერთხელ პატარა ვანომ ჩიტი დაიჭირა და ხეზე თავდაღმა დაკიდა. საწყალი ჩიტი ძლიერ იტანჯებოდა, მაგრამ ვანოს არ ებრალებოდა. კეკემ დაინახა, ჩამოხსნა ჩიტი და გაუშვა. ვანომ ღრიალი მორთო, მაგრამ არავინ შეიბრალა.

ბავშვის სათვალე

- მამილო, მეც მიყიდე სათვალე.
- რად გინდა შვილო?
- შენსავით წიგნები უნდა წავიკითხოო.
- კარგიო, - უთხრა მამამ - და უყიდა ანბანი.

სწავლაზე ზარმაცი...