ჩაძირული ქალაქის ღამე

დათო ტურაშვილი

(21 ქულა/5 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© დათო ტურაშვილი

ეპილოგი

მტკვრის პირას, სწორედ იქ, სადაც განმარტოებით დარდობდა ხოლმე წუთისოფლის ამაობაზედ ნიკოლოზ ბარათაშვილი, სწორედ იქ, საიდანაც ტფილისის აღდგენის დაწყება სურს ჩემს მეგობარს – დოდიკ შარანგიას, სწორედ იქ, ჩვენი სტუდენტობისას, მართლა საინტერესო სოსისი იღებოდა.

ვისხედით ერთხელ – იმ სოსისის მოლოდინში, წინა ღამენათევი და ნაწვალები და ვსაუბრობდით წიგნებზე. ლუდი რომ მოსვა პოეტმა ჯუანშერ ტიკარაძემ, მტკვარს გახედა დაღლილი თვალებით და თქვა, რომ წიგნის დაწერა პურის გამოცხობას...