7. „შეუწველმან მაყვალმან“
ესენი ვცოდენ, სახარებისა სჯულთა
და მცნებათა შენთა შინა
მცემელთა რაჲ ყურმილისა მიპყრობასა
და გლახაკთათჳს განშიშულებასა,
და რაჲთურთით არა ფიცსა
შენ, სჯულისმდებელი ჩემი, ჰბრძანდები
და გულისთქუმით მიმხედველობასა
განსრულებულად მრუშებად დასდები.
დაღათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი
და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
გარნა არავე აღვიხუენ ჴელნი,
არცა დავდე სასოებაჲ ჩემი
ღმრთისა...
