გალობანი სინანულისანი

დავით აღმაშენებელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია, რელიგია

გამომცემლობა ლითერასი

2. „ღმერთო მაცხოვარო“

ბუნებითსა რაჲ პორფირსა
თჳთმფლობელობასა თანა
მეფობისაცა შარავანდნი
მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა
მონებად მივჰყიდე თავი,
რამეთუ „რომლისაგანცა ვინ
ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ“.

კაენის მკლველებრი ცნობაჲ,
სეითის ძეთა ლირწებაჲ,
გმირთა სიღოდით მავალობაჲ
ხუთქალაქელთა შეგინებისა მწჳრე -
უფროჲს ვამრავალწილე,
ვითარცა რაჲ აღმართ მსრბოლმან
მდინარემან უკეთურებისამან.

...