გალობანი სინანულისანი

დავით აღმაშენებელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია, რელიგია

გამომცემლობა ლითერასი

1. „წამისყოფითა“

რომლისაცა წინაშე
ქედდადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა
ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ!

ხატსა თჳსსა მამსგავსე
და საკრველად გრძნობადისა
და გონიერისა მყოფობისად დამაწესე
შენებრ არსთა სიტყუებისა
ჩემ შორისცა შეკრებითა,
ხოლო მე უმადლო გექმენ.

ბუნებითი რაჲ ძალნი
არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ
მსგავსებისაგან დავაკლდი ...