კამა სუფრა კაცებისათვის
გურამ მეგრელიშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი
ძიძა
„ძიძას“ ძალიან უყვარს მაგიდასთან ჯდომა, მაგრამ ჭამა იმდენად არ უყვარს, რამდენადაც იმის შეგრძნება, რომ „აჭმევს“.
ასეთი ქალები ძალიან ყურადღებიანები არიან და ყოველთვის ზრუნავენ იმაზე, რომ „სხვა დანაყრდეს“, თუმცა არც მთლად ისეა, თითქოს უჭმელები იყვნენ.
არსებობს ორი კატეგორიის „ძიძა“: - პირველი, „ძიძა“, რომელსაც უყვარს თავისი აღსაზრდელი და მეორე, რომელიც უბრალოდ უვლის მას. პირველი კატეგორიის „ძიძები“ ხშირად ცოტას ჭამენ, მაგრამ მაქსიმალური...
