კამა სუფრა კაცებისათვის
გურამ მეგრელიშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი
ჯაშუში ქალი
ინფორმაციის შეგროვების მიზნით, „ჯაშუში ქალი“ მზადაა გამვლელ-გამომვლელთან ივახშმოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუფრიდან უჭმელი ადგება. არა, ის ბევრსაც ილაპარაკებს, ბევრსაც გალაპარაკებთ და პირიც სულ გამოტენილი ექნება, მაგრამ როგორც კი შეიტყობს თქვენზე იმას, რაც აინტერესებდა, თავს დაგანებებთ და სხვა თანამესუფრეს დაუწყებს ძებნას.
ასეთ ქალებისთვის მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ სუფრის ყველაზე სასიამოვნო და სასურველი წევრია, ამიტომ არ მოერიდება...
