კამა სუფრა კაცებისათვის
გურამ მეგრელიშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი
მაგი
„მაგი“ განსაკუთრებულად ეპყრობა საკვებს, შეიძლება ითქვას, ყველაზე განსაკუთრებულად. ამ ტიპის ქალები საკმაოდ მჭამელები არიან და საკუთარ პარტნიორსაც აიძულებენ ბევრი ჭამონ, რადგან ყველანაირი ადამიანური სისუსტე ესმით უჭმელობის გარდა.
„მაგი“ ჭამს ნელა და უხმაუროდ და რაც უფრო ნელა ჭამს ის, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ჭამის პროცესი.
ამ ტიპის ქალები, მიუხედავად იმისა, რომ სუფრასთან ჯდომა ძალიან მოსწონთ, თავშეკავებულად ირჩევენ ადამიანებს, ვისთან...
