კამა სუფრა კაცებისათვის

გურამ მეგრელიშვილი

(8 ქულა/2 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი

საპატარძლო

როგორც წესი, ისინი ჩათქვირულები არიან ხოლმე. ჭამა თითქოს არ უყვართ, მაგრამ სულ სუსნაობენ.

„საპატარძლოს“ ხიბლავს მდიდრული ნადიმები და სუფრა, განსაკუთრებით, თუ ყველაფრის ორგანიზატორი თავადაა, მაგრამ მას შეიძლება მალევე მობეზრდეს ყოველივე ეს, გამოიცვალოს და სასეირნოდ წავიდეს.

ისინი, არც-თუ-ისე იშვიათად ვახშმობენ უცხო ხალხთან ერთად, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გულმოდგინედ გეგმავენ ადგილს და დროს.

ამ ტიპის ქალებისთვის ხშირად სუფრასთან...