კამა სუფრა კაცებისათვის

გურამ მეგრელიშვილი

(8 ქულა/2 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი

დედოფალი

„დედოფალი“ ისე მიირთმევს, როგორც ეს ჭეშმარიტ სამეფო ოჯახის წარმომადგენელს ეკადრება. თანამესუფრეებს ამაყად და თავდაჯერებულად გადახედავს ხოლმე და ისე ილუკმება. სინამდვილეში კი, ძალიან ადვილია მისი აყოლიება და ამ დაყენებული გრაციოზულობის ფარსობის გამოჩენა.

„დედოფლები“, როგორც წესი, იმაზე მჭამელები არიან, ვიდრე ეს ხალხს ჰგონიათ და იმაზე ნაკლებად მჭამელები, ვიდრე ეს თავად ჰგონიათ.

ამ ტიპის ქალები ხშირად ხდებიან ხოლმე სიამაყის მსხვერპლნი, რაც...