კამა სუფრა კაცებისათვის
გურამ მეგრელიშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი
დიასახლისი
ყველა დანარჩენ ქალთან შედარებით, ყველაზე „მჭამელ“ ტიპად მე მაინც „დიასახლისი“ მიმაჩნია. შეიძლება ეს ძალიან სუბიექტური შეფასებაა, ან ასეთი დასკვნა გამომაქვს იმიტომ, რომ ყველაზე ხშირად მათ „უწევთ“ სამზარეულოში ტრიალი, ან ყველაფერი უფრო მარტივადაა - მე „უჭმელი“ „დიასახლისი“ არ შემხვედრია.
ისინი ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იჩენენ კულინარიის მიმართ და იშვიათად სჭირდებათ საჭმლის დაძალება.
„დიასახლისები“ ყველაზე ნელა და ხანგძლივად ილუკმებიან....
