კამა სუფრა კაცებისათვის
გურამ მეგრელიშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი
პოეტესა
„პოეტესას“ გემოვნება და მადა ძალიან ამოუცნობია - გააჩნია ხასიათს. შეიძლება დღეში რამდენჯერმე მიირთვას და არც ისაა გამორიცხული, სამი დღე იშიმშილოს.
მისი გემოვნება იმდენად ცვალებადი და ჩამოუყალიბებელია, ვერაფრით გეტყვით, როგორი საჭმელები მოსწონს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - უჭმელობას არ უჩივის.
„პოეტესას“ სუფრასთან ჭორაობაც უყვარს და სიმართლე ითქვას, სწორედ ამ „ადამიანურ ურთიერთობებს“ უფრო ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე თავად კვების პროცესს. ესაა...
