კამა სუფრა კაცებისათვის
გურამ მეგრელიშვილი
თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი
მებაღე ქალი
ამ ტიპის ქალები საოცრად გემოთმოყვარეები არიან, ამიტომ მათ ყველაზე ხშირად აქვთ დასრულებული და მომრგვალებული ფორმები. გამოირჩევიან მესაკუთრული ხასიათით და ერთმნიშვნელოვნად თავიანთ ოჯახშივე დამზადებულ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას.
ჭამას ისინი კერძთან შეხებით იწყებენ, სანამ ლუკმას პირში ჩაიდებენ, მათთვის მნიშვნელოვანია საჭმელი დაყნოსონ, შეეხონ და ოდნავ გაუსინჯონ გემო.
„მებაღე ქალის“ ამოცნობა სუფრაზეც ადვილია. თითქოს ყოველ ლუკმას ყნოსავს და...
