კამა სუფრა კაცებისათვის

გურამ მეგრელიშვილი

(8 ქულა/2 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი

ამორძალი

„ამორძალები“ აქტიურები არიან ლაპარაკშიც და ჭამაშიც. როგორც წესი, ისინი არც მორიდებულობით გამოირჩევიან და არც საჭმელზე უარის თქმა ჩვევიათ.

„ამორძალები“ „ეგოისტურად მჭამელთა“ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ანუ სუფრაზე ჯდომისას, პირველ რიგში საკუთარ სიამოვნებაზე და დანაყრებაზე ზრუნავენ. ისინი არასოდეს დაუთმობენ უკანასკნელ კოვზ შაქარს სხვას.

როგორც წესი, „ამორძალები“ მოუთმენლები არიან სუფრაზე დაჯდომის წინ. ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, ვინც „საჭმლის...