კამა სუფრა კაცებისათვის

გურამ მეგრელიშვილი

(8 ქულა/2 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი

სუფრასთან ქცევის წესი N1
(ქალებისთვის)

თუკი პირველი ხართ, ვისაც კაცი თავის კულინარიულ ნამოღვაწარს ასინჯებს, სასურველია ჭამის დაწყებამდე არ ილაპარაკოთ. არც რეცეპტი იკითხოთ, არც საჭმლის დამზადების ტექნოლოგია, რადგან კაცი ვერ იტანს, როცა სხვას ადარებენ და თან ის აუცილებლად ჩათვლის, რომ თქვენ, ამ სფეროში, ძალიან ბევრი იცით.

ჭამა უნდა დაიწყოთ ოდნავ დაბნეული სახით, თითქოს თქვენ უფრო გერიდებათ სუფრაზე ჯდომა, ვიდრე თქვენს მასპინძელს, რომელიც, სინამდვილეში, გაფაციცებით...