კამა სუფრა კაცებისათვის

გურამ მეგრელიშვილი

(8 ქულა/2 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, მცირე პროზა

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ მეგრელიშვილი

შესავლის მაგიერ

ყოველ დილით, როცა ლოცვას წავიკითხავ, ღმერთს შევევედრები საკუთარი სახელი არ დამავიწყოს, რადგან თუკი მე გავიზრდები, სახელი შემიმცირდება.

ხმლის დანახვაზე სისხლი ამიფორიაქდება, ჯვრის დანახვაზე - სინდისი. მემახსოვრება, რომ დაბადებამდეც ვიყავი და ყოფნის შემდეგაც შეიძლება დავმთავრდე.

ხმა მექნება დაბალი და შემპარავი, ხასიათი შემპარავი და შემტევი, მიზნები შემტევი და ცვალებადი, შიშის დროს კი კვლავაც გავწითლდები.

ორშაბათობით უფრო ცრუმორწმუნე ვიქნ...