სამოსელი პირველი

გურამ დოჩანაშვილი

(55 ქულა/12 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

ნაწილი V აღმართი

იმან კი დომენიკო ღორების მწყემსად წარავლინა. დიდი კომბალი მისცეს, ველად გაჰყავდა კოლტი. გამალებულნი დაეძგერებოდნენ ღორები ბალახს, მაგრამ საკვებად მხოლოდ ეს არ ჰყოფნიდათ, შებინდებისას, დიდად მომთხოვნი ჭყვირილი ატყდებოდა ხოლმე; ერთი ველური მცენარე იყო რაღაც, ლობიოს ჰგავდა, დილა-საღამოს ნასუფრალს იმ მცენარესთან ერთად აზელდნენ დიდ გობებში, ღორებს უყრიდნენ. გომურის კედელს მიყრდნობოდა დომენიკო, და ნერწყვმომდგარი მისჩერებოდა, როგორ თქვლეფდნენ ღორები სალაფავს,...