სამოსელი პირველი

გურამ დოჩანაშვილი

(55 ქულა/12 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

თავი IV

თუ როგორ გახდა მანუელო კოსტა პირველი დიდი კანუდოსელი

თავს ვეღარ სწევდა ბურანდატეხილი მანუელო, მოპირდაპირედ მჯდარ ზეს დუნედ, გაოგნებული ამოსცქეროდა - დამძიმებოდა ქუთუთოები იმასაც, თავი წამდაუწუმ უვარდებოდა, მერე ნიკაპით მკერდს დაეყრდნო ზე, ისღა მოასწრო, წვნიანი ჯამი განზე გასწია და მაგიდაზე შუბლი ჩამოდო, მწარედ ჩასთვლიმა. იძირებოდა მანუელოც, თვალის გახელის არაქათიც აღარა ჰქონდა, არადა, ბუნდოვნად მიხვდა, ვიღაცამ წელზე რომ შეავლო ხელი, მაჩეტე ამოუძვრინა, თავი......