სამოსელი პირველი

გურამ დოჩანაშვილი

(55 ქულა/12 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი

თავი III

მოხუც სანტოსს განზე ღონივრად განეზიდა ხელები, დიდ ტახტზე პირქვე იწვა. ბოლო დროს ცოლ-შვილის გახსენებას ვეღარ ბედავდა, რადგან ყინულად ედებოდა დაფლეთილ სულზე მათი ხატება, ყველაზე ავი სიცივით სციოდა ანატკივარ სულში მოხუც სანტოსს. და იმ მაღალი კამორელის გახსენებისთანავე შეჩვეული ცეცხლი მოედებოდა, ჩამტვრეულ ყბაზე - უფრო, მუდამ იმისი სახე ედგა თვალწინ, ყალბი ღიმილი, ცრუ თანაგრძნობა და გამაუბედურებლის წამებისა და ტანჯვის წარმოდგენით რომ დაიქანცებოდა, ისევ უბედური ცოლ-შვილი...