სამოსელი პირველი
გურამ დოჩანაშვილი
თანამედროვე, ქართული, რომანი
გამომცემლობა ლითერასი
© გურამ დოჩანაშვილი
თავი III
დაბადების დღეები
იმ სამ მხლებელთაგან, მარშალ ბეტანკურს ყველაზე ძვირფას, მოსარკულ დარბაზში სტუმრებთან რომ უნდა შეჰყოლოდა, პირველი - ჯუჯა უმბერტო იყო. მომცრო სენაკში იდგა, იცდიდა. უხმაუროდ, მცირედ გაიღებოდა კარი და ვიწრო ღრიჭოდან საჩვენებელი თითით იხმობდნენ. მარშლისა გახლდათ - მსგავსი ალმასი სხვას ვის ეკეთა... და პატივისცემითა და აღმაფრენით გაპიპინებული ჯუჯა მსწრაფლ მიირბენდა კართან, გამოაღებდა, მოსასხამის კალთაზე ემთხვეოდა ვრცელ...
